Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DSC01252.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DSC01252.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DSC01252.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DSC01252.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მზადება არჩევნებისთვის და ზუგდიდის მერობის და გამგებლობის სავარაუდო კანდიდატები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა პირდაპირი წესით ქალაქის მერს და გამგებელს წელს პირველად აირჩევს. ზუგდიდში, პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის , შეიძლება ითქვას, აქტიურად ემზადებიან. თუმცა,ამ დრომდე, ცნობილია მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების ვინაობა. „ ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის მერობისთვის, საკრებულოს აპარატის ამჟამინდელი უფროსი თეიმურაზ ბასილაია იბრძოლებს, ხოლო გამგებლობისთვის - სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, თენგიზ გუნავა. ყოფილმა მმართველმა პარტიამ კანდიდატები 12 აპრილს, ზუგდიდში გამართულ პარტიის მანიფესტაციაზე წარადგინა. ყოფილი მმართველი პარტიისგან განსხვავებით, „ქართული ოცნებაში“ ზუგდიდის მერის კანდიდატურაზე მსჯელობა ჯერაც მიმდინარეობს. პარტიაში  სავარაუდო კანდიდატების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა,  არსებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე აქტიურად განიხილება სამი კანდიდატი: ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია, ბანკ “რესპუბლიკას” ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი დავით ვერავა და ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი გოგოხია. „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის თვითმმართველი თემის გამგებლობაზე კენჭს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია იყრის. ეს ინფორმაცია რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგეობაში დაუდასტურეს. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ზუგდიდში, პირველები ამ მხრივ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები გააქტიურდნენ. ედპ-მ საზოგადოებას ზუგდიდის მერობის კანდიდატად ექიმი ვახტანგ ყუფუნია,ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წარუდგინა. „ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი საერთოდ გვეყოლება თუ არა ამ არჩევნებზე გამგებლის კანდიდატურა. საკითხზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ “, - ამბობს ედპ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი კახა ჯიქია. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ზუგდიდის მერობის და გამგებლის კანდიდატურების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი ლერი გელენავა ამბობს, კანდიდატების შერჩევა ამ დრომდე მიმდინარეობს. „კანდიდატების ვინაობა უახლოეს დღეებში დასახელდება. ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით“, ამბობს ლერი გელენავა. ზუგდიდში, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ასევე ემზადება პარტია „თავისუფალი საქართველო“, რომლმაც „ახალ მემარჯვენებთან“ ერთად საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია“( კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) შექმნა. აღნიშნული ბლოკის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ოთარ ჭითანვა იქნება, ხოლო გამგებლის კანდიდატურაზე მსჯელობა  გრძელდება. „გამგებლის პოსტზე სამი კანდიდატი გვყავს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ერთ-ერთი მათგანია ლაშა ყორშია, დანარჩენი ორის ვინაობას მათივე თხოვნით ვერ გაგიმხელთ“,- ამბობს ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი გურამ შელია. ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. ქვეყნის მასშტაბით 71 საკრებულო, 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი აირჩევა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.