„ერთად ავაშენოთ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი ზუგდიდში“, ასე ეწოდება საქველმოქმედო კვირეულს, რომელიც დღეს ზუგდიდში , მუსიკალურ -ქორეოგრაფიულ ცენტრ „ოდიშის" კულტურის სასახლეში გაიმართა. რადიო“ ათინათთან „საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ სააღდგომო კვირეული ზუგდიდ- ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავრის , მეუფე გერასიმეს ლოცვა- კურთხევით იმართება.
კვირეული,ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენების დღესა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება. მერაბ ქვარაიას განმარტებით,საქველმოქმედო აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილეობა თითეულ ზუგდიდელს შეუძლია.
ცნობისთვის:კვირეული სახელწოდებით „ერთად ავაშენოთ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი ზუგდიდში“ 22 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები