Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1911784_702114519820681_530853674_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1911784_702114519820681_530853674_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1911784_702114519820681_530853674_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1911784_702114519820681_530853674_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ელვის პრესლის საყვარელი ბისკვიტი
ინგრედიენტები:
  • 240 გ კარაქი
  • 3 ჭიქა გაცრილი თეთრი ფქვილი
  • ¾ ჩაის კოვზი სუფრის (წმინდა) მარილი
  • 3 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 7 მსხვილი კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (თხევადი); ან 2 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები (30-35%)
  • ცოტა კარაქი და ფქვილი საცხობი ფორმისთვის
წინასწარი რჩევები:
  • ინგრედიენტების საზომად გამოიყენეთ 240 მლ-იანი ჭიქა. ზუსტი  ზომისთვის ბოლომდე გაავსეთ ჭიქა და შემდეგ აკურატულად გადაასწორეთ ზედაპირი დანის ბლაგვი პირით.
  • ბისკვიტის ცომი დაახლოებით ორჯერ დიდდება ზომაში, ამიტომ თქვენ დაგჭირდებათ საკმაოდ მაღალკედლებიანი საცხობი ფორმა, დიამეტრით 26 სმ და სიღრმით დაახლოებით 12 სმ (3 ლიტრიანი მოცულობის). ამერიკელები ასეთ ფორმას Bundt Pan-ს უწოდებენ, ის მთლიანი ფორმაა, კედლები არ ეხსნება. თუ თქვენი ფორმა შედარებით ნაკლები ზომისაა და არც ისე მაღალი კედლები აქვს, ან შეამცირეთ ინგრედიენტების რაოდენობა და ნახევარი ულუფა გამოაცხვეთ, ან გაავსეთ ფორმა ნახევრამდე, ხოლო დანარჩენი ცომი გაანაწილეთ მაფინების ფორმაში და პატარა მაფინებად დააცხვეთ.
  • ეცადეთ არ შეაღოთ ღუმელის კარი მანამ, სანამ ცხობის დასრულებამდე 15 წუთი არ დარჩება.
პროდუქტების მომზადება:
  • კარაქი დაარბილეთ;
  • ფქვილი სამჯერ (!) გაცერით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაზომეთ სამი ჭიქა — ეს აუცილებელი მომენტია, არ დატოვოთ იგი უყურადღებოდ;
  • გამოყენებამდე, კვერცხი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში;
  • საცხობ ფორმას კარგად, ზედმიწევნით წაუსვით კარაქი და შემდეგ მოაყარეთ ფქვილი. ზედმეტი ფქვილი ფორმიდან ხელის ოდნავი დარტყმით ჩამობერტყეთ ნიჟარაში;
  • ღუმელი წინასწარ არ გაახუროთ!
ბისკვიტის მომზადება:
  1. ღმრა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. აუცილებელია თქვიფოთ 10 წუთის განმავლობაში, ღია ფერის, ფაფუკი მასის მიღებამდე. დაამატეთ თითო-თითო კვერცხი, კარგად ათქვიფეთ თითოეულის შემდეგ. ბოლოს დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და კიდევ ათქვიფეთ.
  2. აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და მარილი. შეამცირეთ მიქსერის სიჩქარე მინიმუმამდე და დაამატეთ ჯამში ფქვილის ნახევარი, შემდეგ ნაღების მთლიანი ოდენობა და ბოლოს დარჩენილი ფქვილი. ამ პროცესში გააგრძელეთ ათქვეფა!
  3. სილიკონის ნიჩბით კარგად ჩამოწმინდეთ ჯამის კედლები და ძირი, ამოურიეთ ბისკვიტის მასას, და შემდეგ კიდევ ათქვიფეთ, მაღალ სიჩქარეზე, 5-6 წუთის განმავლობაში, სანამ ძალიან ერთგვაროვან და ხავერდოვან ცომს არ მიიღებთ.
  4. ჩაასხით მიღებული ცომი გამზადებულ ფორმაში, შემდეგ რამდენჯერმე მსუბუქად დააკაკუნეთ ფორმით მაგიდის ზედაპირზე, რომ გამოდევნოთ ცომიდან ჰაერის ზედმეტი ბუშტუკები. შედგით ღუმელში, შუა თაროზე, და ჩართეთ ღუმელი. ტემპერატურა დააყენეთ 160 გრადუსზე. გამოაცხვეთ 60-75 წუთი; ხის ჩხირით შეამოწმეთ ცომის მზაობა. გააცივეთ გამომცხვარი ბისკვიტი ფორმაში, 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ფრთხილად ამოაბრუნეთ ფორმა, გადმოიღეთ ნამცხვარი კულინარულ ბადეზე და ბოლომდე გააცივეთ.
  5. სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით ან პომადკით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.