რეცეპტის ინგრედიენტები:
- 55 გრამი კარაქი
- 4 ცალი ვაშლი
- 2 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი
- 1/2 ჭიქა ცივი წყალი
- 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
მომზადების წესი
1. გათალეთ ვაშლები, ამოაცალეთ გული და დაჭერით 5-6 მილიმეტრის სისქის ნაჭრებად. დადგით ქვაბი ან ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შეურიეთ ვაშლი და აცხვეთ 6-7 წუთის განმავლობაში, სანამ ვაშლები არ დარბილდება. თან მუდმივად ურიეთ.
2. გახსენით სიმინდის ფქვილი წყალში და შემდეგ ჩაუმატეთ ვაშლს. შეურიეთ ყავისფერი შაქარი და დაფქული დარიჩინიც. ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ პერიოდულად. გადმოდგით ცეცხლიდან და მიირთვით ცხლად.
სურვილისამებრ: შეამცირეთ სიმინდის ფქვილი 1 კოვზამდე; ყავისფერ შაქართან და დარიჩინთან ერთად დაუმატეთ 1 კოვზი ვანილიც და დაფქული მუსკატის კაკალიც. ცოტაოდენი ნიგოზიც და ქიშმიშიც, თუ გიყვართ. ძალიან გემრიელია ბლინებთან და ნაყინთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები