ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 25-27 აპრილის ჩათვლით ჩატარდება რომან რურუას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში. რ.რურუას სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიზნად ისახავს: ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, ბერძნულ -რომაული ჭიდაობის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენას და სპორტსმენთა ინტეგრაცია - დაახლოებას.
შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს მოჭიდავეთა 16 გუნდი და 180 მონაწილე. ტურნირს თავად ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუაც დაესწრება. ღონისძიებას ახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. შეჯიბრება ჩატარდება დაბა ჩხოროწყუს კულტურის სახლში.
მასალის გამოყენების პირობები