ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს,რომ მსხვილმა ევროპელმა ინვესტორებმა კონკრეტული პროექტებისადმი დააფიქსირეს ინტერესი და ერთ-ერთი არის ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ქეთი ბოჭორიშვილის თქმით,ევროპელებს ასევე ფხვნილის და საპნის წარმოების აწყობა აინტერესებთ, ხოლო რომელ პროექტებში ჩაერთვებიან ინვესტორები წლის ბოლომდე გამოჩნდება. ცნობისთვის: შავი ზღვისპირეთში ღრმა-წყლოვანი პორტის მშენებლობისთვის გეოლოგიური სამუშაოები უკვე დაწყებულია.ანაკლიის პორტის გარდა იგეგმება აეროპორტის მშენებლობაც. პორტის მშენებლობისადმი ინტერესი ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ უკვე გამოხატა.
www.bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები