ამ დღეებში საყოველთაოდ ცნობილი თავსატეხი, მე-40 იუბილეს აღნიშნავს. მთელი ამ დროის განმავლობაში მსოფლიოში 350 მილიონზე მეტი კუბიკი გაიყიდა. პირველი მოდელი უნგრელმა არქიტექტორმა ერნო რუბიკმა 1974 წელს შექმნა.
პირველი მოდელის შექმნიდან კუბიკმა არაერთხელ განიცადა ევოლუცია: ის ხან ბურთი იყო, ხან გველი, ხანაც გიგანტური კუბი. თუმცა, თავსატეხის კლასიკური მოდელი, ცნობილი, როგორც 3х3х3”, მილიარდი სავარაუდო კომბინაცით და მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებით, ყველაზე პოპულარული რჩება.
თანამედროვეობა კუბიკის ახალ შესაძლებლობებს ეძებს: დღეს YouTube -ზე კუბიკის აწყობის180.000 თვალსაჩინო ხერხია ნაჩვენები, მათ შორის, რობოტების მიერ შესრულებულიც.
მასალის გამოყენების პირობები