მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმმა თავის კოლექციას ახალი ექსპონატი შემატა - ეს ადამიანი ”ფეისბუქის” დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი გახლავთ. ის რიანასა და ლეონარდო დი კაპრიოს ცვილის ფიგურებთან ერთად წარმოადგინეს. ცვილის ცუკერბერგი სან ფრანცისკოს ფილიალში ივნისიდან გამოჩნდება. ახალგაზრდა მილიარდერი სკამზე ლოტოსის პოზაში ფეხშიშველი ზის და ხელში ნოუთბუქი უჭირავს. როგორც ცნობილია, მასზე 20 მხატვარი და მოქანდაკე სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. საინტერესოა, რომ მარკ ცუკერბერგი IT-ის სფეროს ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელსაც წილად მადამ ტიუსოს მუზეუმში უკვდაყოფა ერგო. მუზეუმში უკვე არიან ეფლის დამაარსებელი სტივ ჯობსი, რომელიც ჰონგ კონგის ფილიალშია წარმოდგენილი და მაიკროსოფტის შემქმნელი ბილ გეითსი, რომელიც ნიუ ი
ორკში გაანაწილეს.
მასალის გამოყენების პირობები