სამუშაოები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლში დღეიდან დაიწყება,აცხადებს რადიო „ათინათთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია და მას შ.პ.ს “ტორერო” ხელშეკრულების გაფორმებიდან 162 კალენდარულ დღეში შეასრულებს.
გიზო სართანია აქვე დასძენს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამუშაოებისთვის ჯამში 626.000 ლარი გამოყო. მისივე თქმით, აღნიშნული თანხის ერთი ნაწილი, კერძოდ 326 000 ლარი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფასადის რესტავრაციას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი თანხით კულტურის სახლის განახლება მოხდება. შეკეთდება სასახლის გარეთა ფასადი, საკონცერტო დარბაზი, შეძენილი იქნება ახალი ინვენტარი და შეიცვლება სასცენო აკუსტიკა.
მასალის გამოყენების პირობები