დღეს ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ სოფელ ხურჩაში სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა. მან ჯერ ხურჩელებს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, შემდეგ კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა და სოფელ ხურჩასთან განლაგებულ აფხაზ და რუს მესაზღვრეებს აღდგომა მიულოცა და საჩუქრად სანთლები და ხატები გადასცა.
მეუფე გერასიმემ განაცხადა, რომ აფხაზები ჩვენი ძმები არიან და ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვილოცებთ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მასალის გამოყენების პირობები