რუბრიკები
„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ - არტ-აქცია ზუგდიდში
დღეს , ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არტ-აქცია – “ცოცხალი ბიბლიოთეკა” გაიმართა. ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიზნად ისახავდა ცრურწმენების და სტერეოტიპების რღვევას. არტ-აქციაზე,“ ცოცხალი წიგნის“ სახით წარმოდგენილი, განსხვავებული ეროვნების, პროფესიისა და კულტურის მქონე 17 ადამიანი, მსურველებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა . პროექტის მონაწილეები – მუსიკოსები, პოეტები, დევნილები, ჟურნალისტები მსურველებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხობდნენ. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „დრონის“ მიერ იყო ორგანიზებული. ორგანიზაციის წარმომადგენლის თათა ბერიას თქმით, პროექტის მიზანია საზოგადოების განსხვავებული წევრების თავმოყრა და მათთვის ერთიანობის შეგრძნების შექმნა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები