პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატად, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი გოგოხია წარადგინა.
"ირაკლი პროფესიით ეკონომისტია და დარწმუნებული ვარ მას ექნება საშუალება, ემსახუროს ზუგდიდელებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"ქართული ოცნების" ყრილობაზე, ასევე ცნობილი გახდა დანარჩენი 11 ქალაქის პარტიის მერობის კანდიდატების ვინაობა: თბილისის - დავით ნარმანია, ქუთაისი– შოთა მურღულია, ბათუმი– გიორგი ერმაკოვი, თელავი– პლატონ კალმახელიძე, ამბროლაური–რატი ნამგალაძე, რუსთავი– დავით ჯიქია, ახალციხე– გიორგი კოპაძე, მცხეთა– ავთანდილ ნემსიწვერიძე, გორი– ზურაბ ჯირგველიშვილი, ოზურგეთი–ბეგლარ სიორიძე და ფოთი– ირაკლი კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები