ზუგდიდის პოლიციის მეორე სამმართველოში ჯარისკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
გარდაცვლილი სამეგრელოს მკვიდრია და რაიონულ სამმართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში წვევამდელის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევა გახდა. შემთხვევა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გუშინ მოხდა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მასალის გამოყენების პირობები