რუბრიკები
მთავრობამ აგროდაზღვევის პროექტზე მუშაობა დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის პროექტზე მუშაობას იწყებს. სადაზღვევო თანხის უდიდეს ნაწილს, 75 პროცენტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადაიხდის, ფერმერს მხოლოდ 25%-ის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა დავით ჭურღულიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, თავისი სასოფლო-სამეურნეო მოსავლის დაზღვევა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
„ამ ეტაპზე უშუალოდ ფემერებისგან ვიღებთ ინფორმაციას თუ რა სჭირდებათ მათ და რას ითხოვენ. ამ გამოკითხვის საფუძველზე მოხდება სამინისტროში რეკომენდაციების წარდგენა, შემდეგ, ალბათ, სამინისტრო სადაზღვეო კომპანიებს გააცნობს და შემუშავდება ერთიანი სადაზღვევო სისტემა“, - თქვა დავით ჭურღულიამ. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა აგროდაზღვევის ამოქმედების საკითხის განხილვა და პარლამენტში ინიცირებისთვის შესაბამისი პროექტისთვის მზადება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები