მარათონი „ ჯანმრთელობა ყველასთვის“ ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით დღეს ზუგდიდში ჩატარდა.
ღონისძება მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის საქმეში და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ჯანმრთელობის დაცვის საკითხში .
მარათონში, მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
გოგონებს შორის 1 ადგილი რუხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ბელა ჭკადუამ მოიპოვა , ხოლო ვაჟებს შორის- ცაიშის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ჩხაპელიამ.
ასოციაცია „დეა“ ჯანდაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს 7 დან 29 აპრილის ჩათვლით გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები