Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/10287213_766462676721027_1925202699_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ლევან დარასელიას საქმეზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა
ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომლის ცემასა და ძარცვაში ბრალდებულ ლევან დარასელიას საქმეზე დღეს, 29 აპრილს, ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მამუკა ნოსრიძის და ტოტალიზატორის თანამშრომლის მერაბ ქირია ჯვარედინ დაკითხვას ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აწარმოებდნენ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა დაზარალებულად მიჩნეულ რობერტ გაბისონიასთვის 2014 წლის 22 იანვარს მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს წარუდგინა.„ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გაბისონიას სხეულზე აღენიშნებოდა 2 სისხლნაჟღენთი და ერთი ნაჭდევი“,-განუცხადა სასამართლოს ექსპერტმა. მისივე თქმით, დაზარალებულად მიჩნეულისთვის მიყენებული დაზიანებები მსუბუქ ხარისხს მიეკუთვნებოდა და რაიმე სახის მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად იყო მიღებული. დაცვის მხარის კითხვას შეისაძლებელია თუ არა დაზიანებები მიყენებული ყოფილიყო მუშტით, ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა. ბრალდებულად მიჩნეულ ლევან დარასელიასა და დაზარალებულად ცნობილ რობერტ გაბისონიას შორის 19 იანვრის ინციდენტამდე არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა მერაბ ქირიამ და განაცხდა, რომ თვითონ არ ყოფილა მომსწრე ზემოაღნიშნულ ორ პიროვნებას შორის არსებული დაპირისპირებისა, თუმცა, მას სხვა ადამინების მიერ ჰქონდა ინფორმაცია, რომ გამისონიას მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასაც ჰქონია ადგილი.„ მსმენია, რომ გაბისონია დარასელიასთვის ბოდიშის შეთვლასაც აპირებდა, თუმცა, მერე რა მოხდა არ ვიცი-,“აღნიშნა ქირიამ. ქირიამ ,ასევე დაადასტურა, რომ 19 იანვრის ღამეს გაბისონიას თან ქონდა თანხა 30 ლარის ოდენობით, რომელიც თვითონ ასესხა. შეგახსენებთ,რომ ბრალდების მხარე დარასელიას დაზარალებულისთვის აღნიშნული თანხის წართმევას და სხვა პირთან ერთად მის ცემას ედავება. ლევან დარსელიას ბრალი სისიხლის სამართლის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ედება, რაც ჯგუფურ ძარცვას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.