დღეს,სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ზუგდიდის # 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა პროექტ- „პროკურატურა ხალხის სამსახურში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა მოზარდებში და პრევენცია”-ს ფარგლებში გაიმართა. პროექტი 16, 17, 18 წლის ბავშვებზეა გათვლილი და მოზარდებში დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
მოზარდები პროკურორების მუშაობის სპეციფიკას და ერთ სამუშაო დღეს გაეცნენ. ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სპორტული ღონისძიებები.
შეხვედრაზე მოზარდებს საინფორმაციო ბუკლეტები და სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
მასალის გამოყენების პირობები