დღეს ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ და დევნილთა კომიტეტის წარმომადგენელმა მალხაზ ჟვანიამ,ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ჩასახლებული დევნილი და ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს.
კოლეჯის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს წყლის პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ.ეზოში არსებული ჭა დაბინძურებულია და იგი პირადი მოხმარებისთვის უვარგისია.დევნილები წყალს მახლობელი დასახლებიდან ეზიდებიან.
პრობლემის მოსაგვარებლად,მერაბ ქვარაიამ დღესვე მიმართა ზუგდიდის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. მისი თქმით,მოხდება წყლის ქიმიური და ბიოლოგიური შემოწმება,რის შემდეგ ჭა გაიწმინდება და იქ მცხოვრებ ოჯახებს საშუალება მიეცემათ გამოიყენონ სუფთა წყალი.
მასალის გამოყენების პირობები