სამოქალაქო მოძრაობა „სამშობლოს მაძიებლების“ თავმჯდომარე ვახუშტი ფარცვანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე იყრის კენჭს. ამის შესახემ მან დღეს, პირველ მაისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფარცვანია გამგებლის პოსტზე კენჭს „სახალხო პარტიის“ სახელით იყრის.
„კიდევ ერთხელ ამ ნაბიჯით ვცდი, რომ გააქტიურდეს სამოქალაქო სექტორი და სახალხო მოძრაობის კონსოლიდაციით ერთხელ და სამუდამოთ დავამკვიდროთ საქართველოში სახალხო პოლიტიკური ინსტიტუციები,-„ აღნიშნა ვახუშტი ფარცვანიამ.
მასალის გამოყენების პირობები