არასაპარლამენტო ოპოზიციურმა საარჩევნო ბლოკმა „კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“ დღეს, 1 მაისს, ზუგდიდში დახურული სამუშაო შეხვედრა გამართა.
პარტიის წარმომადგნელმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა,რომ შეხვედრის მიზანი წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და ასევე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში შტაბის ხელმძღვანელების შერჩევაა.
„დავგეგმავთ საარჩევნო კამპანიის ეტაპებს, ვისაუბრებთ მერობის და გამგებლობის კანდიდატებზე“-განაცხადა კაციტაძემ. მისივე თქმით, მერობისა და გამგებლობის კანდიდატების ვინაობა 2 კვირაში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები