5 მაისს, სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება 35/6 კილოვოლტის ქვესადგური “ზუგდიდი-4”გეგმიური მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 4274 აბონენტს (ქალაქის ნაწილი 2189 და სოფელი 2085 აბონენტი).
6 მაისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება 35/6 კილოვოლტის ქვესადგური “ზუგდიდი-4 იზოლატორების გაწმენდის სამუშაოების ჩატარების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1830 აბონენტს.
სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები