დღეს,ზუგდიდს, ლიტვის ქალაქ იონავას მერი- ინაუგას სინკევიჩუსი და მისი მოადგილეები 3 დღიანი ვიზიტით ესტუმრნენ. აღნიშნული ვიზიტი ზუგდიდსა და იონავას შორის გასულ წელს გაფორმებული დამეგობრების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
6 კაციანი დელეგაცია ზუგდიდის მუნიციპალუტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, მის მოადგილეებსა და აპარატის უფროსებს შეხვდა. შეხვედრა მეგობრული ხასიათს ატარებდა. ლიტვის დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას გეგმავს.
ინაუგას სინკევიჩუსმა აღნიშნა, რომ მას ძალიან მოსწონს ქართული კულტურა. მისი თქმით, მომავალში ორ ქალაქს შორის კულტურული, ბიზნეს და სხვა პროექტები დაიგეგმება. უცხოური დელეგაცია ზუგდიდს ორშაბათს დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები