ბატონო ვახუშტი,ზუგდიდის გამგებლობაზე, „ სახალხო პარტიის“ სახელით იყრით კენჭს, რატომ შეირჩა თქვენი კანდიდატურა?
შევასწორებდი, კი არ შეირჩა მე თვითონ შევთავაზე მათ ჩემი თავი. საქმე იმაშია, თქვენ იცით, რომ ერთი პერიოდი საინიციატივო ჯგუფი გაუქმებული იყო, მერე დაუშვეს. მე გვიან გავიგე, ვერ ვასწრებდი უკვე დამოუკიდებელ კანდიდატად მეყარა კენჭი.
პარტიებს რომ გადავხედე არჩევანი შევაჩერე „სახალხო პარტიაზე“, მე ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ეს პარტია წარადგენს.
როგორ ფიქრობთ გაქვთ თუ არა რეალური შანსები?
მე შანსსზე არ ვაკეთებ აქცენტს, ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა და მორალური სახადია ეს ნაბიჯი რომ გადავდგი, სხვანაირად არ ძალმიძდა. მე რომ მეტ- ნაკლებად მისაღები კანდიდატები და გარემო მენახა, არავითარ შემთხვევაში არ ვიყრიდი კენჭს.
თქვენ ამბობთ, რომ- ზუგდიდში ღირსეული კანდიდატები არ არიან წარდგენილნი?
რა თქმა უნდა, იყო და არის მიზეზი, რომ დილეტანტები იყვნენ და მოდიან. ეწყინებათ , მაგრამ რა ვუყო, სამეგრელო იყო ევროპისკენ მიმავალი კარიბჭე და ჩიხად იქცა, კლანების დაპირისპირების არეალი აღმოჩნდა ზუგდიდი.
მე ვთავაზობ ამომრჩეველს და მთავრობას ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც მისაღებია აფხაზური მხარისთვის, ჩრდილოელი მეზობლისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მთავრობისთვის და საერთოდ საქართველოსთვის.
ზუგდიდის გამგებელი იქნება თუ მერი, უნდა იყოს ფიგურა, რომლის წარმოჩენა, ნებისმიერ სხვა არენაზე არ იქნება სათაკილო, უნდა იყოს ფიგურა, რომელიც ერკვევა სოფლის მეურნეობის მრავალ დარგში, იყოს კოლორიტული ფიგურა, რომელიც ჩატეხილ ხიდს გაამთელებს.
თქვენი აზრით ,არსებულ რეალობაში ძლიერი კონკურენტი თუ გყავთ?
მე ძალიან მერიდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ არ მყავს კონკურენტი, ყველა კანდიდატი ერთად აღებული არ არის ჩემი კონკურენტი. მე ვწუხვარ ამაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ არიან ჩემზე ძლიერი პერსონები, ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ არ ჩანან, არ აწყობთ მათი გამოჩენა.
როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა?
იმ შემთხვევაში აქვს აზრი ამ სამოქმედო პროგრამის გარშემო საუბარს, თუ იქნება მთავრობის ნება განხორციელდეს ის მინიმუმი მაინც ,რომ რეგიონმა დაიწყოს აღორძიბნება ეკონომიკურად და სულიერად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს აგრარულ ქვეყანას და აქვს პოტენციალი, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოოს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ მიმწოდებელი ჩვენი მომხმარებლისთვის ადგილზე წარმოებული პროდუქციისა, 80% გენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოდის საზღვარგარეთიდან და ამის კონტროლი არ არსებობს.
პირველი, უნდა მოხდეს მიწების პასპორტიზაცია, უნდა აღორძინდეს, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მარცვლოვანი კულტურების წარმოება და მინი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება, მაგრამ გარკვეული სეგმენტი აქ უნდა იყოს სახელმწიფოში,რადგან მის გარეშე ვერ განხორციელდება.
მე თვითონ ვატარებ ექსპერიმენტებს ცნობილ ვეტერინარებთან ერთად, ვითვისებ რამდენიმე დარგს, თუ გაქვს ადამიანს პრეტენზია სოფლის მეურნეობის აღორძინების მინიმუმ 5-6 დარგს უნდა ფლობდე ფრაქტიკულადაც და თეორიულადაც , რომ შენ შეგეძლოს ასეთი რისკ- ფაქტორის უკან ამაყად დგომა.
ყველაზე მთავარია მათი მომხმარებლამდე მიტანა, მარკეტინგული ფორმა და მენეჯმენტი, აქაც სახელმწიფოს როლი დიდია, მათი ხელშეწყობით უნდა მოხდეს ამის დაფასოება და მომხმარებლამდე უვნებლად მიტანა.
ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის აუცილებელი დისპანსერიზაცია, მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს მოსახლეობის უფასო სრულფასოვანი გამოკვვლევა.
ასევე მე ვარ ავტორი პროგრამის, რომელიც უნდა განხორციელედეს სამეგრელოში. სადაც უნდა ჩამოყალიბდეს საგამნამათლებლო ბაზა (ბაგა, ბაღი, სკოლა, პროფ-სასწავლებელი), სადაც მივიღებთ პროფესიონალ კადრებს, ვეტერინარებს, ზოოტექნიკოსებს, აგრონომებს და ა.შ.
პროგრამას ოფიციალურად როდის წარადგენთ?
მას შემდეგ ,რაც მოხდება ჩემი დარეგისტრირება ოფიციალურად. ამომრჩევლებთან ერთად, ერთ გუნდად ჩამოყალიბების შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი ჩვენ ვაიძულოთ მთავრობა, რომ განვავითაროთ ქვეყანა.
არჩევნების შემდეგ,ზუგდიდი ხდება თვითმმართველი ქალაქი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტის შევსება?
ეს არის ყველაზე კატასტროფული, მტკივნეული თემა და საკითხი არა მარტო, ჩემთვის, არამედ ყველა თვითმყოფადი ზუგდიდელისთვის.
ქალაქი, თვითმმართველი ეს მხოლოდ სახელწოდებაა და ფიქცია, ქალაქი- თვითმმართველი ვერსადროს ვერ იქნება და ვერც რაიონი ვერ იქნება ამ მწირი ბიუჯეტით და პოლიტიკური გაურკვევლობით, რაც დღეს საქართველოშია.
თვითმმართველი საერთოდ იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები უნდა იყვნენ და არა ვერტიკალურად დანიშნული. საბჭოთა კავშირს ან „ნაციონალურ მოძრაობას“ რისთვის აკრიტიკებდნენ?! ხომ ხდებოდა ვერტიკალურად დანიშვნა.
არანაირი დემოკრატიულობა, ეს არჩევნები არის ფორმალობა, მათ მიერ დანიშნული ყველა კანდიდატი რომ „გააპრავონ“.არავითარი დეცენტრალიზაცია არ მომხდარა, ფიქციაა დემოკრატია.
და მაინც რეალობაა, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქი გახდება, არჩევის შემთხევვაში თქვენ როგორ შეეცდებით ადგილობრივი ბიუჯეტის შევსებას?
ეს არის კატასტროფული საკითხი! შენ უნდა იყო დოტაციაზე, თუ წარმოებას არ განავითარებ, თუ არ ააღორძინებ ეკონომიკას ადგილზე და შენვე არ შეავსებ ბიუჯეტს, კატასტროფაა ზემოდან დაშვებული ნაკარნახევი ფული, რომლითაც შორს ვერ წავალთ. სწორედ ამიტომ მე ამომრჩეველს მივმართავ, თუ ჩვენ კონსოლიდირებულად ვერ მივაღწევთ იმას, რასაც ქვია ჩვენი რაიონის აღორძინება, არავინ არ მოგატყუოთ, ვერავინ ვერაფერს ვერ შეძლებს,იქნება ისევ საარჩევნო პიარი და ტყუილი.
მასალის გამოყენების პირობები