ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუა კლინიკაში, დაახლოებით დღეს, 15.00 საათზე მოათავსეს.
წინასწარი ინფორმაციით, იგი ნაცემია. რკინიგზის საავადმყოფოსთან კოდუას ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილი. თუმცა, ისინი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში კოდუას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ძებნაში მყოფი კუდ-ის ყოფილი უფორსის, ერეკლე კოდუას ძმის, დავით კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თუმცა, უწყებაში დამატებითი კომენტარი არ კეთდება.
"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გაკეთდება ყველაფერი, რასაც აღნიშნული მოიცავს", - აცხადებენ შსს-ში.
მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
დავით კოდუა დღეს უცნობმა პირებმა ცემეს და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები