წალენჯიხის რაიონ ქვედა მაზანდარის უბანში, დილის საათებში, 18 წლის ახალგაზრდა მ.შ.საკუთარ ეზოში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მეზობლები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიებზე ვერ საუბრობენ და ამბობენ,რომ ახალგაზრდას საამისოდ არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.
“მთელი უბანი შოკშია ამ მოულოდნელობისგან. ეს დიდი ტრაგედიაა. მას არ ჰქონდა არანაირი მიზეზი, რომ ასეთი რამ გაეკეთებინა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. არ ვიცით, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა მან ეს”-აცხადებენ მეზობლები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შსს წალენჯიხის სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფის წევრები და კრიმინალისტები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები