რეცეპტის ინგრედიენტები:
1/4+3 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
160 გრამი კარაქი
3 ცალი კვერცხი
6 ცალი ძალიან მწიფე ბანანი
450 გრამი არაჟანი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
3 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
4 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა დაჭრილი თხილეული
ცოტაოდენი ცხიმი ფორმისთვი
მომზადების წესი
1. გააცხელეთ ღუმელი 150C გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი ოთხ ცალ 17.5×7.5სმ ზომის ფორმას. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ 1/4 ჭიქა შაქარი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და მოაფრქვიეთ ფორმას.
2. დიდი ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი 3 ჭიქა შაქართან ერთად. შეათქვიფეთ 3 კვერცხი. შეურიეთ ცალკე თასში წინასწარ ჩაჭყლეტილი ბანანებიც. ჩაუმატეთ არაჟანი, ვანილის ექსტრაქტი, დარიჩინი და გათქვიფეთ. ჩაუმატეთ მარილი, სოდა, ფქვილი და კვლავ გათქვიფეთ. სურვილისამებრ შეურიეთ დაჭრილი თხილეულიც. მიღებული ცომი მაშინთვე გადაიტანეთ ფორმებში.
3. აცხვეთ კექსი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ორი ცალი 22.5X18.5სმ. ზომის ფორმის შემთხვევაში აცხვეთ 160C გრადუსზე დაახლოებით 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში. ზედაპირი რომ ზედმეტად არ შეიბრაწოს, დააფარეთ ალუმინის ფოლგა.
მასალის გამოყენების პირობები