რუბრიკები
ანაკლიაში იურმალას სახელობის ბულვარი გაიხსნება
დღეს, იურმალას სახელობის ბულვარის საზეიმო გახსნას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან კონჯარიას თქმით, იურმალას მერი გატის ტრუკსნისი დაესწრება.
"ზუგდიდში, იურმალას მერი, დელეგაციასთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, რომ იურმალა და ზუგდიდი, კერძოდ ანაკლია, დამეგობრებული ქალაქები არიან. ამასთან, იურმალაშიც იგეგმება ანაკლიის სახლობის ბულვარის გახსნა“, - აცხადებს ლევან კონჯარია.
შეგახსენებთ, რომ ლატვიის ქალაქ იურმალაში, ანაკლიასა და იურმალას შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი 2012 წლის მაისში მოეწერა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები