კოალიცია “ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” სენაკში მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად მოქმედი გამგებელი და “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა დგებუაძე წარადგინა.გოჩა დგებუაძე საზოგადოებასა და ამომრჩეველს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ წარუდგინა.
გოჩა დგებუაძე დაიბადა 1966 წლის 7 ივლისს ქალაქ სენაკში. 1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით, 2000 წ. ჰუმანიტარულ-ეკონომიური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტი-სამართალმცოდნის კვალიფიკაციით.
1988-1990წ.წ მუშაობდა ტრესტ,,საქოლომპიადმშენის”სამუშაოთა მწარმოებლად,უბნის უფროსად.1994-1995წლებში საქართველოს საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს სამეგრელოს ზონის ზონალური ინსპექტორია,1995-1997წლებში გოჩა დგებუაძე მუშაობდა საქართველოს საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1997-1998 წლებში საგადასახადო სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელია,1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობის საქმეთა მთავარი ინსპსქტორად(ჯგუფის უფროსად), 2001-2004წ. წ- საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის წამყვანი კონტროლიორია, 2004-2009წლამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროს ინსპექტორად, მთავარ აუდიტორად, 2009-2010წლებში კი საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის მთავარი აუდიტორად.
2013 წლის 9 ივლისს დაინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.
მიღებული აქვს სერთიფიკატები სხვადსხვა ტრენინგებში მონაწილეობისათვის, გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გერმანიაში.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები