7 მაისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “კახათი” გეგმიური მიმდინარე შეკეთების,გათიშვების რეგულირებისა და იზოლატორების გაწმენდის მიზნით,რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 2835 აბონენტს (სოფელი კახათი).
8 მაისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “ხობი” გეგმიური მიმდინარე შეკეთებისა და იზოლატორების გაწმენდის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის 4354 აბონენტს (ქალაქი, სოფლები: I მაისი, I გურიფული, II გურიფული, ბია,ჭიხუ).
8 მაისს სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონულიი ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მორიგეობით გამოირთვება ქვესადგური “კახათი”-დან ფიდერები: კახათი ცენტრი, ჩაის ფაბრიკა ზეთიანი ამომრთველის გეგმიური მიმდინარე შეკეთება, გამთიშველების რეგულირების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 562 აბონენტს(სოფელი კახათი).
სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები