დღეს,6 მაისს,ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ზუგდიდში წარადგინა.
ზუგდიდში გამოკითხულთა 70 პროცენტი- სამუშაო ადგილებს,ხოლო 38 პროცენტი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებიდან პირველ ადგილზე კომუნალური მომსახურების ღირებულებას ასახელებს. კვლევამ აჩვენა,რომ გამოკითხულთა 65 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო ევრაზიის კავშირში საქართველოს გაერთიანებას გამოკითხულთა 16 პროცენტი ემხრობა. 19 პროცენტს ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.ასევე, გამოკითხულთა 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, რაც NDI-ის 2013 წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით (36 %) გაზრდილი მაჩვენებელია.
“ქართველები კვლავ მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც რუსეთს რეალურ და არსებულ საფრთხედ მიიჩნევს გაზრდილია. ქართველებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება და ეს შეეხება, როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებს, ისე არსებული ხელისუფლების პოლიტიკას. აგრეთვე მოსახლეობის დამოკიდებულებას იმ ადამიანის როლის მიმართ, ვისაც არ უკავია საჯარო თანამდებობა, მაგრამ გამოკითხულთა აზრით, კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად,“ - ამბობს NDI საქართველოს დირექტორი, ლუის ნავარო.
ასევე კვლევის თანახმად. ზუგდიდსა და ფოთში გამოკითხულთა 56% "ოდიშის" ტელევიზიას უყურებს, გამოკითხულთა 27% მას ყველაზე სანდო მედია საშუალებად მიიჩნევს, ხოლო 4:% -ის აზრით ტელევიზია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს იცავს.
კვლევა ამა წლის 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქართულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები