ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კოკსა და ორსანტიაში გაზიფიკაციის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განუცხადა.
„კოკსა და ორსანტიაში გაზიფიკაციისთვის საჭირო თანხებს სახელწიფო გამოყოფს. მოგეხსენებათ,რომ მთავრობა განსაკუთრებით ორიენტირებულია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საზღვრისპირა სოფლებში მოაგვაროს, სწორედ ამ კრიტერიუმით შეირჩა ეს სოფლები. “,-აცხადებს გიორგი თოდუა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები, კოკი და ორსანტია ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები