დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრაზე,ისტორიული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. რადიო „ათინათთან" საუბარში ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების გამგე ინგა ქარჩავამ აღნიშნა,რომ დღევანდელ ღონისძიებაზე მიზანმიმართულად ისტორიული წიგნები შეირჩა,რადგანაც მშობლიურ ისტორიაში ხშირი ჩახედვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მისი თქმით,პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა ასეთი ტიპის ღონისძიებებში,მათი დაინტერესება ახალი ლიტერატურით და ამავდროულად წიგნის პოპულარიზაცია.
ისტორიული წიგნების პრეზენტაციაში ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და მკითხველებმა მიიღეს მონაწილეობა.
ცნობისთვის: საქართველოს მაშტაბით,უკვე რამდენიმე წელია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით საბიბლიოთეკო კვირეული იმართება.კვირეული 28 აპრილს დაიწყო და 8 მაისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები