ჩხოროწყუს რაიონში, ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები 8 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობაში ეჭვმიტანილის გასახლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ეჭვმიტანილის სახლში შეჭრა სცადეს, თუმცა ,ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.ბავშვის რამდენიმე ნათესავმა მაინც მოახერხა სახლში შესვლა და ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი ჩხოროწყუში დაახლოებით ორი დღის წინ მოხდა, სავარაუდოდ, 78 წლის გ.გ. 8 წლის, მისივე მეზობლის ბავშვის გაუპატიურებას შეეცადა.
მეზობლების თქმით, გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია.
ეჭვმიტანილის სახლთან მდგომარეობა ამ დრომდე დაძაბულია და იქ დაახლოებით 100-მდე ადამიანია შეკრებილი.
მასალის გამოყენების პირობები