აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს რუსული კომპანია „გოსზნაკის“ წარმომადგენლებმა აფხაზური პასპორტის მაკეტი უკვე წარუდგინეს. პასპორტის ასლები ანქვაბს „გოსზნაკის“ ხელმძღვანელებმა ალექსანდრე მოჩალოვმა და ვლადისლავ შერბაკოვმა გააცნეს. იუწყება სააგენტო "აფსნიპრესი" დე ფაქტო მთავრობაზე დაყრდნობით.
პრეზიდენტი ანქვაბი ახალი პასპორტის დიზაინს გაეცნო. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ახალ პასპორტს სწორედ „გოსზნაკი“ დაამზადებს.
აქვაბის განცხადებით, ახალი პასპორტი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული, რათა არ მოხდეს მისი გაყალბება.
ამასთან, „გოსზნაკი“ მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე გასცემს ცნობებს საცხოვრებელი ადგილიდან.
apsnypress.info
მასალის გამოყენების პირობები