რუბრიკები
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ჰიპერტონიული კრიზი გადაიტანა
ალექსანდრე ანქვაბმა ჰიპერტონიული კრიზი გადაიტანა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორნაციას ამის შესახებ "
აფსნიპრესი"
ავრცელებს.
მათი ცნობით, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტია „ამცახარას" წევრებთან შეხვედრაზე ანქცვაბი ცუდად გახდა.
„ადგილზე მოსულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადგინა, რომ ანქვაბს მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მას სტაციონარში გამოკვლევის ჩატარების რეკომენდაცია მიეცა.
მოგვიანებით, ანქვაბი სოხუმის საავადმყოფოში თავად მივიდა, სადაც მას ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზი დაუსვეს",_ წერს "აფსნიპრესი" და აღნიშნავს, რომ ამჟამად ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურია.
apsnypress.info
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები