კოალიცია “ქართულმა ოცნებამ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა. “ქართული ოცნების” კანდიდატის წარდგენა წალენჯიხის კინოთეატრის დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე ასევე,დასახელდნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
ცნობისვის, გოგა გულორდავა წალენჯიხის მოქმედი გამგებელი და “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
გოგა გულორდავა დაიბადა 21.12.1978 წელს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გავლილი აქვს ამერიკის იურისტთა ასოციაციის სასწავლო კურსი აუდიტორებისა და პროკურორებისათვის, სასწავლო კურსი ფინანსურ აღრიცხვაში, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით. ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. გერმანიის ( ქ. დრამშტატი) ჰესენის მიწის საანგარიშო პალატის პრაქტიკული სასწავლო კურსი სახელმწიფო შესყიდვებში. საქართველოს კონტროლის პალატის სასწავლო კურსი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით.
მასალის გამოყენების პირობები