„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, ზუგდიდიდან, 3 ავტობუსით, 32 მიკროავტობუსით და 15 ავტომობილით, 800-ზე მეტი მხარდამჭერი გაემგზავრა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ განუცხადა. მისივე თქმით, გამგზავრებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ ყოფილა.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართება,სადაც მერობის,გამგებლობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენენ.
შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება. მას პარტიის წევრები და აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდებიან.
მასალის გამოყენების პირობები