საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“46 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და საარჩევნო ატრიბუტიკის(პლაკატები,ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილ
ებში განთავსების აღკვეთის მიზნით:
ზუგდიდის ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უბნებში საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატებისათვის განთავსდეს სტენდები შემდეგ ადგილებზე:
ა)ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია (ც.დადიანის ქუჩა).
ბ)რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია(ქუჯის ქუჩა).
გ)აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია(გულუას ქუჩა).
დ)სავაჭრო ცენტრ „ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორია(მარცხენა სანაპიროს ქუჩა).
ე)საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორია(თამარ მეფის ქუჩა).
ვ)უნივერსიტეტის და ფაიფურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია(ი,ჭავჭავაძის ქუჩა).
ზ)შ.პ.ს „ავტოსადგური“-ს წინამდებარე მოედანი(ბერიას ქუჩის დასაწყისი).
მასალის გამოყენების პირობები