„სამეფო კარის თამაშებმა“ ახალი სიმაღლეები დაიპყრო. როგორც გამომცემლობა Deadline იტყობინება, მეოთხე სეზონის მეხუთე ეპიზოდს კვირას, 2014 წლის 4 მაისს, 21:00 საათზე 7,2 მილიონმა ტელემაყურებელმა უყურა, ხოლო მთელი ღამის განმავლობაში მნახველთა რაოდენობა იყო – 8,6 მილიონი ადამიანი.
მეოთხე სეზონის ყოველი ეპიზოდი სხვადასხვა პლატფორმებზე საშუალოდ 17,8 მილიონი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ეს კი 24 პროცენტით მეტია ფენტეზური შოუს მესამე სეზონის საშუალო მაჩვენებელზე -14,4 მილიონ ადამიანზე.
შეგახსენებთ, რომ ტელეარხ HBO-ს წინა რეკორდიც „სამეფო კარის თამაშებს“ ეკუთვნის, კერძოდ, მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდს , რომელმაც ეკრანებთან 6.6 მილიონი ტელემაყურებელი შეკრიბა.
მასალის გამოყენების პირობები