ინგრედიენტები:
- ჭარხალი -2-4, ზომის მიხედვით
- კარტოფილი 2-4
- ქაშაყი, დამარილებული 1 დიდი ზომის
- ზეითუნის ზეთი
- ლიმონის წვენი
- მარილი და პილპილი
- ოხრახუში 4-5 ღერი
- ხახვი 1 პატარა თავი
ამ გემრიელი სალათისთვის ქაშაყის ნაცვლად "ხამსა" თევზიც გამოდგება.გავასუფთავოთ თევზი და დავჭრათ წვრილად, შევურიოთ დაჭრილი ოხრახუში და ხახვი. მოვათავსოთ თეფშის ცენტრში. გარშემო შემოვულაგოთ რგოლებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, მოხარშული ჭარხალი და კვერცხი. მოვაყაროთ წიწაკა, მარილი (მხოლოდ ბოსტნეულს) და მოვასხათ ლიმონის წვენთან არეული ზეთი (პროპორცია 3:1 სამი წილი ზეთი, ერთი წილი ლიმონის წვენი).
მასალის გამოყენების პირობები