“ვაცნობიერებ რა ,ჩემს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი მშობლიური რაიონისა და ქვეყნის წინაშე, მზად ვარ ნებისმიერ მომენტში ვიყო თქვენს გვერდით და ერთობლივად გადავჭრათ ის პრობლემატური საკითხები, რომელიც ასე უხვადაა დაგროვილი ათეული წლების განმავლობაში. პირველი ,რასაც თქვენ იგრძნობთ ეს იქნება სამართლიანობის დამკვიდრება და უიმედობის დამარცხება, შიშის სინდრომის მოსპობა, რათა ჯანსაღად განვითარდეს ის პროცესები ,რომელიც ხელს შეუწყობს რაიონის განვითარებას. სოციალური პრობლემების მოგვარება და გამარტივებული ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. განათლების სფეროში, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულბებსა და სკოლებში გაუმჯობესებული პირობების შექმნა, პედაგოგთათვის ეტაპიბრივი ხელფასების ზრდა და რაც მთავარია, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. უფასო ხვნა-თესვა, მეცხოველეობის, მეხილეობის, მარცვლეული კულტურებისა და მეჩაიეობის განვითარება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. თითოეული გლეხი იგრძნობს შვებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გაერთიანება ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამისა და დაპირებების განხორციელებით. ჩვენ ვართ სახალხო ხელისუფლება და ვაცნობიერებთ უდიდეს პასუხისმგებლობას , რომელიც დაგვაკისრა ღვთის წყალობით ქართველმა ხალხმა”-აცხადებს გამგებლობის კანდიდატი დავით გოგუა.
დათო გოგუა დაიბადა 1977 წლის 26 აპრილს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში. 1993 წელს დაამთვრა ქ. თბილისის №82 საჯარო სკოლა. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალი, ფაკულტეტიისტორია-იურიდიული, სპეციალობით სამართალმცოდნე. 1998-2003 წლებში მუშაობდა შ.ს.ს სატრანსპორტო პოლიციის დაცვის დეპარტამენტის ოცეულის მეთაურად. 2002-2004 წლებში №31 საავიაციო ქარხნის ლოჯისტიკის დეპარტამენტის გაყიდვების მენეჯერად. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი,ლეიბორისტული პარტიიდან. 2011 წლიდან პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ - დემოკრატიული საქართველოს წევრია. 2012 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. ჩხოროწყუს რაიონში გამგებლობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები