საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდს 18 მაისს ეწვევა. პრემიერი ზუგდიდელ ამომრჩევლებს პირადად წარუდგენს ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატსა და ქალაქისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.
მანამდე, კი 17 მაისს, საქართველოს პრემიერი ქალაქ ფოთში ახალი თეატრის შენობას საზეიმოდ გახსნის. პრემიერთან ერთად ზუგდიდსა და ფოთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ცნობილი სახეებიც ეწვევიან.
მასალის გამოყენების პირობები