სამეგრელოში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი გეოლოგიური კვლევა, რომლის დასრულების შემდეგ მშენებლობაც დაიწყება.
თუ როდის დასრულდება კვლევა, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ. მათი განცხადებით, ეს დამოკიდებულია ამინდებზე. მათივე ინფორმაციით, მშენებლობის ვადები არ გადაიწევა და ის, როგორც დაანონსებული იყო, ივლისში ან აგვისტოში დაიწყება.
მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფოს საპროექტო სამუშაოების შესყიდვისთვის 400 ათასი ლარი გამოიყო. კლინიკის საერთო ფართი 18-20 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და 200 საწოლზეა გათვლილი.
მასალის გამოყენების პირობები