Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10fgfgf.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ზუგდიდში, ფოთში, თბილისში და ქარელში ექვსი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ფოთში, ზუგდიდსა და ქარელში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით ექვსი პირი: 1963 წელს დაბადებული ემზარ ა, 1990 წელს დაბადებული მამუკა გ, 1972 წელს დაბადებული ანჟელა ბ, 1980 წელს დაბადებული ლაშა მ, 1990 წელს დაბადებული ავთანდილ ბ. და 1990 წელს დაბადებული თინათინ გ. დააკავეს, ხოლო კრედიტის უკანონოდ მიღების დახმარებაში ამხილეს და ბრალი წარუდგინეს: 1975 წელს დაბადებულ ტარიელ ა-ს და 1982 წელს დაბადებულ ირაკლი თ-ს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის აპრილამდე თბილისში, ბანკ „რესპუბლიკის“ სხვადასხვა ფილიალს სამომხმარებლო სესხების მიღებისთვის განაცხადებით ინდივიდუალურად მიმართეს. მათ სესხისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს სხვადასხვა კოპანიის სახელით დამზადებული ყალბი სამსახურებრივი ცნობები მათ მიერ დაკავებული თანამდებობისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ. ასევე წარმოადგინეს ყალბი საბანკო ამონაწერები სახელფასო ანგარიშების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ბანკ „რესპუბლიკა“-ს და დაკავებულებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც გაცემული კრედიტების სახით ბანკ „რესპუბლიკა“-სთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 99 900 ლარი შეადგინა. გამოძიება კრედიტის უკანონოდ მიღების და მიღებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი და 24-208-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.