გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ასევე, გერმანიასა და რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო გაღრმავებაზე.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მასალის გამოყენების პირობები