დღეს, ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა, ჩიხრაძის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ,ირაკლი ღურწკაია სოფელ ჭითაწყარის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრაზე, კანდიდატს ამავე ბლოკის მაჟორიტარი დეპაუტატობის და საკრებულოს თავმჯომარეობის კანდიდატი ციცინო შენგელია და მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ახლდნენ.
ისინი ჭითაწყარში მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
„თითქმის ყველა კორპუსში მსგავსი პრობლემაა, კორპუსების ქვეშ წყალი დგას და ეპიდემიის საშიშროება არსებობს “,- განაცხადა ირაკლი ღურწკაიამ.
შეხვედრის პარალელურად, კონსტანტინე გამსახურდიას # 219-ში მდებარე კორპუსის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ირაკლი ღურწკაიამ აღნიშნა,რომ სამაშველო სამსახური ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილზე დღეს სწორედ იმიტომ გამოუშვა, რომ გუშინ მათ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ხმაური „ატეხეს“.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა წყლის ერთჯერადი ამოტუმბვით ვერ აღმოიფხვრება და კომპეტენტური სამსახურების რეაგირებას საჭიროებს.
რუსუდან დოლიშვილი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად რამდენიმე თვეა აღნიშნულ კორპუსში, პირველ სართულზე ცხოვრობს, იგი არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები