ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, „ბოლო ზარის“ ფარგლებში დაგეგმილი კონცერტისთვის 27 ათას 900 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზეიმო კონცერტზე 30-მდე ფოლკ-როკის და ალტერნატიული როკის სტილის მუსიკა, 3 საათის განმავლობაში,ცოცხლად უნდა შესრულდეს. სატენდერო წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწო და ის დღეს დასრულდება. საზეიმო კონცერტი კი 20 მაისს ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ამასთან, ზუგდიდის გამგეობა კურსდამთავრებულებს, საჩუქრის სახით, ბათუმსა და თბილისში ერთდღიან ექსკურსიას სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები