ომბუდსმენის დასკვნა ხუდონჰესის საკითხზე ცნობილია. 16-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს შეფასებით ნაწილს და რეკომენდაციებს.
შეფასება მწვავეა. სახალხო დამცველი წერს, რომ არ არის დამტკიცებული განსახლების გეგმა. ასევე, უჩა ნანუაშვილი ზეწოლად აფასებს ყოფილი პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ მშენებლობა გარდაუვალია.
გაიწერა 7 რეკომენდაცია, რომელიც მთავრობას გაეგზავნება. უნდა შეფასდეს ეკონომიკური სარგებელი, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და რისკები და მოხდეს საერთაშორისო ნორმების გათვალისწინება.
დასკვნაში წერია, რომ თუ რეკომენდაციებს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, სახალხო დამცველი ეჭვქვეშ დააყენებს მშენებლობის კანონიერებას.
მასალის გამოყენების პირობები