13 მაისს, გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სოსო ჭურღულიას ოჯახს სამი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს. ამ დროს სახლში დიასახლისი თამუნა თოლორაია და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელები ფულს და ოქროს ითხოვდნენ, რაზეც ოჯახის წევრმა უთხრა, რომ მას თანხა არ ქონდა. ამის შემდეგ მძარცველებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თ. თოლორაიას თქმით, მძარცველებმა ოქრო და 50 ლარი წაიღეს.
ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. მომხდარს შსს ადასტურებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ -ის 178-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები