წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარ ძალებს იურისტი გიორგი ვეკუა “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” კვოტით მოსინჯავს. შ.პ.ს “ენგურჰესის” იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვეკუა გამგებლობის კანდიდატად უკვე წარადგინეს.
ცნობისათვის, გიორგი ვეკუამ 2013 წელს მონაწილეობა მიიღო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში.
გიორგი ვეკუა 1977 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის, სოფელ ლიის საშუალო სკოლა. გიორგი ვეკუა პროფესიით იურისტია. ის არის ხუთი სამეცნიერო პუბლიკაციის, ორი მონოგრაფიის, ერთი სალექციო კურსის და დამხმარე ლიტერატურის ავტორი.
გიორგი ვეკუამ სადოქტორო დისერტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში 2009 წელს დაიცვა.
მასალის გამოყენების პირობები